ქუთაისში  „ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში  „ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში სარესტორნო ქსელ "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელი გუშინ გაიტესტა და პასუხი დადებითია.

ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ და თვითიზოლაციაში არიან.

არსებული ინფორმაციით, "ვენდისში" 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.