ირაკლი კობახიძე - წარვადგინეთ პროფესიონალებისა და პატრიოტების გუნდი

"ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა დღეს პროფესიონალებისა და პატრიოტების გუნდი წარადგინა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის ოცეული პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის მიხედვით შეირჩა და ჩამოყალიბდა.

„ჩვენ დღეს წარვადგინეთ პროფესიონალებისა და პატრიოტების გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ მათ აქვთ საქმის კეთების ძალიან წარმატებული გამოცდილება. ჩვენთვის ეს იყო მთავარი კრიტერიუმი. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პოლიტიკოსები გამორჩეულები არიან საქმის კეთებით და არა მხოლოდ საუბრით. შესაბამისად, პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის მიხედვით ჩამოყალიბდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ოცეული, რომლითაც ჩვენ სერიოზულად გავაძლიერებთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, არამედ საქართველოს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ეს ჩვენთვის მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სპორტსმენებიც ზუსტად იგივე კრიტერიუმებით შეირჩნენ, როგორც გუნდის სხვა წევრები-პატრიოტიზმითა და პროფესიონალიზმით.

„ორივე სპორტსმენს, რომლებიც დღეს წარვადგინეთ, სწორედ ეს გამოარჩევდა, რომ თავიანთი საქმის და ქვეყნის ერთგულნი იყვნენ, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის იბრძოდნენ. ახლა ისინი უკვე პარლამენტარების რანგში გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელსაც როგორც სპორტსმენები აკეთებდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. სიის მეორე ნომერი მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა