ვიქტორ სანიკიძე - მინდა მთელი ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო და ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის

მინდა მთელი ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო და ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის , - ამის შესახებ ყოფილმა კალათბურთელმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა მისთვის ახალი გამოწვევაა.

"ჩემი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მე, დაახლოებით, 15 წლის განმავლობაში ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას. დღეს,უკვე წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას". მინდა, მთელი ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო და ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის",- განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სიის პირველი ოცეული დაასახელა. ვიქტორ სანიკიძე სიაში მე-13 ნომრად არის წარმოდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა