ოზურგეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, იგი

სოფელ ბაღდათს უკავშირდება. მათივე თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ცნობილია და "პისიარ" კვლევა ხვალ ჩაუტარდებათ.

,,პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სავარაუდოდ საბაჟოს კლასტერს მიეკუთვნება. კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გააგრძელებს მკურნალობას. ამ დროისთვის მოძიებულია მისი კონტაქტები. ლანჩხუთში 5, ოზურგეთში კი 7-8 კონტაქტი. ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ხვალ მოხდება მათი პისიარ კვლევა.

გურიაში კორონავირუსის 11 შემთხვევაა დაფიქსირებული. 3 ჩოხატაურის, რვა კი ოზურგეთის მკვიდრია", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო