მარიამ ქვრივიშვილი - ძალიან საამაყოა, რომ ღირსად ჩამთვალეს მოვიაზრებოდე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე, მადლობას ვუხდი გუნდს ნდობისთვის

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად შევასრულო ის დაკისრებული საქმე, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და სამშობლოსთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება , - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, "ქართული ოცნების" სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქვრივიშვილმა მმართველი პარტიის სიის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკუთარ გამოცდილებას ქვეყნის წარმატებისთვის გამოიყენებს.

"ჩემთვის ძალიან საამაყოა ის, რომ ღირსად ჩამთვალეს მოვიაზრებოდე ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე. რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გადავუხდი გუნდს გამოხატული ნდობისთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად შევასრულო ის დაკისრმრებული საქმე, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და სამშობლოსთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. ჩემს როლს, იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც მაქვს მიღებული საჯარო და კერძო სექტორში ჩემს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ყველაფერი, რაც აძლიერებს ჩვენს ქვეყანა",- განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი ფიქრობს, რომ მის შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს, ღირსეული ადამიანი დაიკავებს.

"ჩემი ადგილი, რომელზეც სუბიექტურად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებისთვის შემქმნელი ინდუსტრიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული ადამიანი. გამოცხადდება კონკურსი, როგორც წესია და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რადგან გუნდი, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციას დღეს ჰყავს ძალიან ღირსეულია და წლებია ემსახურება თავის ქვეყანას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ" სიის პირველი ოცეული დაასახელა. მარიამ ქვრივიშვილი სიაში მე-8 ნომრად არის წარდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა