ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდა, სადაც მსურველებს დილიდან კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ

ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის წინ მდებარე პარკში კარავი დაიდგა, სადაც დილიდან მსურველებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ყველას, ვისაც ბოლო ორ კვირაში რისკის ზონებად მიჩნეულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია აქვთ, შეუძლია ტესტირება ჩაიტაროს.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველოდით შემთხვევების მატებას, რაც მოხდა კიდეც ქუთაისში, ის რაოდენობა, რაც დღეს დაფიქსირდა, უპრეცედენტოა ქუთაისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და მაშინვე ვიღებთ შესაბამის ზომებს. დღეს ჩატარდა რეგიონალური საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და ერთ-ერთი მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ქუთაისის ცენტრში კარვის დადგმაა, სადაც ნებისმიერ მსურველს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც აქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია რისკის ზონებად მიჩნეულ ადგილებში, შეუძლიათ მოვიდნენ და ტესტირება ჩაიტარონ უფასოდ.

სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არ არის, ჩვენ ვემზადებოდით ასეთი სცენარისთვის და შესაბამისად ვრეაგირებთ ყველა შემთხვევაზე იმის მიხედვით, რა რისკის ფაქტორს შეიცავს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს