თავდაცვის სამინისტრო - საჩხერის ბაზაზე კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა

თავდაცვის სამინისტრო საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული შემთხვევა რუსთავის კლასტერს უკავშირდება.

„მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. სხვა არცერთ ადამიანს საჩხერის ბაზაზე ჩატარებული ტესტირებით ვირუსი არ უფიქსირდებათ. შესაბამისად კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო ჰქონდათ შეხება ინფიცირებულთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა