ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ორი პირის უკმაცრესად დასჯას ითხოვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი ცოტნე გამსახურდიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა