კახა კუკავა - ქვეყანაში, სადაც ხაზარაძის, კეზერაშვილისა და ივანიშვილის პარტიები იყრიან კენჭს, „თავისუფალ საქართველოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს

უხერხულად გვეჩვენება ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში, სადაც ხაზარაძის, კეზერაშვილისა და ივანიშვილის პარტიები იყრიან კენჭს, „თავისუფალ საქართველოს“ სდებენ ბრალს ამომრჩევლის მოსყიდვაში“,- ასე ეხმაურება „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს „თავისუფალი საქართველო“ „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ განხორციელებით ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენდა.კახა კუკავას თქმით, ღიმილის მომგვრელია, როდესაც „თავისუფალ საქართველოს“ სდებენ ბრალს ამომრჩევლის მოსყიდვაში.

„კარგი იქნება, რომ ამ ორგანიზაციას, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული, უფრო კვალიფიცირებული თანამშრომლები დაესაქმებინა ამ მიმართულებით და ელემენტარულად საარჩევნო კოდექსი მაინც წაეკითხა, სადაც მითითებულია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა შეიძლება იყოს მისთვის, მხოლოდ უფასო და ასევე, უფრო დაბალ საბაზრო ფასებში რაიმე ნივთების გადაცემა.

საერთოდ მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს ელემენტარული კორექტულობა გამოეჩინათ და სანამ ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე რაიმე მოხსენებას დაწერდნენ, თავად ჩვენთან გაევლოთ კონსულტაციები მათთვის უცნობ საკითხებზე და ჩვენგან შესაბამის, კომპეტენტურ განმარტებას მიიღებდნენ.

ჩვენ, იაფ მედიკამენტებს არავის არ ვჩუქნით და არც დაბალ ფასებში არ გადავცემთ. „თავისუფალი საქართველო“ მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ ცალკეულმა მომხმარებლებმა ან მეწარმეებმა მიიღონ, შეისყიდონ ეს მედიკამენტები თურქეთში, რასაც საქართველოს მთავრობა და ფარმაცევტული მონოპოლისტები ხელს უშლიან.

გარდა ამისა უხერხულად გვეჩვენება ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში, სადაც ხაზარაძის, კეზერაშვილისა და ივანიშვილის პარტიები იყრიან კენჭს, „თავისუფალ საქართველოს“ სდებენ ბრალს ამომრჩევლის მოსყიდვაში. ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია“, -განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, „იაფი მედიკამენტების პროგრამა“ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ყველა მოქალაქეს ვისაც იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები სჭირდება, ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ მათ, ეს წამლები პანდემიის პირობებშიც შეიძინონ თურქეთიდან, სადაც მედიკამენტების ფასები საქართველოსთან შედარებით 70-80%-ით უფრო დაბალია.

მედიკამენტების შესაკვეთად დაინტერესებულ პირებს მივმართავთ, რომ „თავისუფალი საქართველოს“ ნებისმიერ ოფისში უნდა წარმოადგინონ ე.წ. ფორმა 100. „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პარტიის შესაბამის გვერდზე: www.freegeorgia.ge/ge/med , ხოლო „თავისუფალი საქართველოს“ ოფისების ხილვა შესაძლებელია: www.freegeorgia.ge/ge/regions .

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა