დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მათი ექიმის ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრის ცნობით, მათი ქსელის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირების წყარო კი თბილისში, ერთ-ერთ ღონისძიებას უკავშირდება.

„გუშინ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ექიმს კოვიდ 19 -ზე გეგმური შემოწმებისას PCR ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.

მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია, შაბათს აღნიშნული ექიმი, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა.

ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმადე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა.

ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმური სკრინინგის ჩატარება.

კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი (საუბარია ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებზე).

დადგენილი პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალში დასაქმებულ თანამშრომლებს გეგმურ რეჟიმში, 2 კვირაში ერთხელ უტარდებათ pcr ტესტირება covid 19 -ზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა