მარინა ეზუგბაია - ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ არ არის ლაპარაკი - საკარანტინე სივრცეა, სადაც უსიმპტომო პაციენტებს მეთვალყურეობას გაუწევენ

ჯერ არ არის ლაპარაკი ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 536 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რომელსაც დღევანდელი ვითარებით ჯანდაცვის სისტემა თავისი საწოლებით ვერ გაუმკლავდება.

„ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ არ არის ლაპარაკი. უკვე გაცხადებულია ასეთი მოდელი - მსუბუქი და უსიმპტომო ფორმის მქონე პაციენტები, რომლებიც სტაციონარში მოთავსდებიან, მათი კვლევების ჩატარების შედეგად მიღებული შედეგების შეფასებით, ასევე ყველა რისკების გათვალისწინებით, თუ ექიმები შეაფასებენ და რისკები მინიმალური იქნება, ასეთი ადამიანების გადაყვანა სპეციალურად შექმნილ საკარანტინე სასტუმროებში კლინიკაში ყოფნის მე-8 დღიდან შესაძლებელია. არის ასეთი საკარანტინე სივრცე, სადაც ამგვარ უსიმპტომო პაციენტებს მეთვალყურეობას გაუწევენ, ხოლო მსუბუქი ფორმების მქონე პაციენტები მკურნალობას გააგრძელებენ. ეს დადგენილება უკვე გამოვიდა და ძალაში დღეიდან შევიდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამი დიდი სასტუმრო ემზადება თავისი ინფრასტრუქტურთ, რომელიც ასეთი პაციენტების მართვას შეესაბამება. საკმარისი საწოლები არის. ის პაციენტები, რომლებიც შესაძლებელია რომ მეთვალყურეობდნენ ამ საკარანტინე სამკურნალო სივრცეში ეტაპობრივად გადავლენ, თუმცა, ამის საშიშროება ჯერჯერობით არ არის. 536 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რომელსაც დღევანდელი ვითარებით ჯანდაცვის სისტემა თავისი საწოლებით ვერ გაუმკლავდეს. სამჯერ და ოთხჯერ მეტს გაუმკლავდება, მაგრამ იმისათვის, რომ არ იყოს დაყოვნება, ან თუნდაც, იმიტომ, რომ მოვემზადოთ სამომავლოდ, დღევანდელი ვითარება ზუსტად ამის საფუძველია“, - განაცხადა ეზუგბაიამ .

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს