არჩილ ჩიქოვანი - ბათუმში ვითარება მაქსიმალურად კონტროლდება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ იმატა, თუმცა მისივე თქმით, ვითარება მაქსიმალურად კონტროლდება. ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანმა მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გვაქვს, მაგრამ აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა მაქსიმალურად კონტროლდება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მხრიდან თავიდანვე დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კოვიდის მართვის მიმართულებით. ბათუმის მერია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას, მაგრამ ახლა, დავდექით უფრო მეტი გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, როგორც მოქალაქეებმა, ასევე, ეკონომიკის განმახორციელებელმა სუბიექტებმა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ რეგულაციები,“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ინფომაციით, შეხვედრას მგზავრგადამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორი ბადრი ფარტენაძე ესწრებოდნენ. არჩილ ჩიქოვანმა მათ რეგულაციების მიქსიმალური გათვალისწინება დაავალა. მოსახლეობას კი მოუწოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ფეხზე მდგომები და პირბადის გამოყენების გარეშე არ გადაადგილდნენ.

„ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საქალაქო მიკროავტობუსებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. აქვე, მინდა ვთხოვო ყველა მგზავრს, არ გადაადგილდეს მიკროავტობუსით ფეხზე მდგომი და აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებს უფლება ექნებათ, არ დაძრან მიკროავტობუსები. მძღოლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვის პროცესში. მოვუწოდებ მძღოლებს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, ყველა მიკროავტობუსსა და მუნიციპალურ ავტობუსში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია და მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელების პრევენციას. არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბრიდან ბაღებში აღსაზრდელების მიღება დაიწყება.

„აქვე, მინდა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მამუკა შამილიშვილს დავავალო, სანამ სააღმზრდელო პროცესი განახლდება, დროულად მოხდეს საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც აღსაზრდელებს სექტემბერში, ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ. მაქსიმალურად იყოს დაცული საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, გაკონტროლდეს დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება”. არჩილ ჩიქოვანმა ასევე, მიმართა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, არჩილ კონცელიძეს და აღსრულების მექანიზმის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„უკვე ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომლებიც სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. შესაბამისად, უნდა მოხდეს აღსრულების მექანიზმის გამკაცრებაც. მაქსიმალურად იყოს თქვენი სამსახურები ამ პროცესებში ჩართულნი. რეკომენდაციების შესაბამისად, გამკაცრდეს მონიტორინგი, კონტროლი და ინტენსიურად შემოწმდეს სასტუმროები, სილამაზის სალონები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. მკაცრად გაკონტროლდეს მუნიციპალურ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში პირბადის გამოყენება“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მისი განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიან სახლებსა და ლიფტებში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო. ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაწესებულებებში შესვლისას ყველა თანამშრომელს თერმოსკრინინგი უტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო