ბათუმში, კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერთი ინფიცირებული კლინიკის თანამშრომელია, ხოლო მეორე - პაციენტი.

მათივე ინფორმაციით, კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

"გუშინ პაციენტს, რომელიც გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას კლინიკაში, დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. რადგან ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა, გადავწყვიტეთ პაციენტის იზოლაცია და პისიარ ტესტის ჩატარება. პასუხი მოვიდა დადებითი. პაციენტს გადაიყვანენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ყველა კონტაქტი, მედპერსონალი და იმ სართულზე მყოფი პაციენტები გამოკლვეულია, ყველა პასუხი უარყოფითია. გაგრძელდება პერსონალის უფრო ღრმა კვლევები და გადავლენ იზოლაციაში. იქნებიან დაკვირვების ქვეშ. მედპერსონალი, 4 ადამიანი იყო უშუალო კონტაქტში. პაციენტები, ვინც იმ სივრცეში იმყოფებოდა, ყველას კვლევა ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. ორი დღის წინ, კოვიდ 19 დაუდასტურდა იზოლირებულ დიაგნოსტიკურ ერთ-ერთ განყოფილებაში ადამიანს, რომელიც არის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ მომსახურეობას, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში“, - განაცხადა მედცენტრის" დირექტორმა მედეა ქაჯაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა