დავით ბაქრაძემ წნორის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, წნორის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ და გიორგი ღვინიაშვილმა მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამაც გააცნეს.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ადამიანებს აერთიანებთ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი, რომელიც 31 ოქტომბერს აუცილებლად მოვა.

„დღეს საქართველოში ძალიან განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებთ ერთი საერთო მოლოდინი არჩევნებთან დაკავშირებით. ხალხს სჭირდება ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც წერტილს დაუსვამს უიმედობას, უკუსვლას, სიღარიბეს და გაჭირვებას და ქვეყანას წაიყვანს წინ. სწორედ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია ის, რაც დღეს აერთიანებს ქართულ საზოგადოებას და ეს ცვლილებები უნდა მოიტანოს არჩევნებმა. ამიტომ აქვს “ევროპული საქართველოს” გეგმა, ვალდებულებაც და ამბიციაც იმის, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მოიტანს ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იქნება გზამკვლევი და კომპასი სწორი ცვლილებების და სწორი განვითარების გზაზე და ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც უახლოესი 1 წლის განმავლობაში არჩევნებიდან, მოიტანს ხელშესახებ უკეთესობას და პროგრესს ყველა იმ გაჭირვებასთან და საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს და პირველ რიგში, იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს ხალხს, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ქართულმა ოცნებამ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ კომპეტენცია, გამოცდილება და სწორი ხედვა მომავლისკენ.

„დღეს ჩვენ შევხვდით სიღნაღის რაიონის მოსახლეობას, პარტიის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთად. ვისაუბრეთ დღევანდელ პრობლემებზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია გარდამტეხი ცვლილებები. ხელისუფლება უნდა წავიდეს და ის უნდა შეცვალონ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ გამოცდილება და კომპეტენცია. ამრიგად ყველას მოვუწოდებ როგორც ამ რეგიონში, ისე მთლიან საქართველოში, მოვიდნენ არჩევნებზე, შევცვალოთ ხელისუფლება და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი”,- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა