აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევიდან 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევიდან 15 პირის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვირუსის ახალი კერები გამოიკვეთა, ასევე ინფიცირებულები ცნობილ კლასტერებს უკავშირდებიან.

"აჭარაში დაფიქსირდა 39 ახალი შემთხვევა. მათ შორის ოთხი იმპორტირებული შემთხვევაა. საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლებია. დანარჩენი შემთხვევებიდან გვაქვს 4 უკვე ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებული. ოთხი ე.წ. ხოფას სავაჭრო ცენტრს უკავშირდება, 2 - "ნოვას" , 2 – „ელიტ ელექტრონიკსს“, 1 - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. 10 შემთხვევა არის დაკავშირებული უკვე აქამდე არსებულ გაჟღერებულ კლასტერებთან, ეს გახლავთ დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. 14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევები. 15 არის უცნობი შემთხვევა, რომელთა პირველწყარო არ არის ცნობილი. მათ შორის იკვეთება სამედიცინო დაწესებულებები. კვლევები არ არის ჯერ დასრულებული. გამოიკვეთა ახალი ლოკაციები. ესენია სადისტიბუციო კომპანია, "თეგეტა მოტორსი", კლინიკა "როგო" და ა.შ. კვლევები ფართოვდება“, - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

„კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, მოქალაქეებმა გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა. თუ აქვთ სულ მცირე გამოხატული სიმპტომატიკა, დაუკავშირდით 112-ს", - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო