ადვოკატის განცხადებით, ზ.ხ.-ს მამის დაკავება საქმეზე მის აქტიურობას უკავშირდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, მურმან ნიკოლეიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამის, თამაზ ხომასურიძის დაკავება ზ.ხ.-ს საქმეზე მის აქტიურობას უკავშირდება.

როგორც მცხეთის რაიონულ სასამართლოში ნოკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამაზ ხომასურიძის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.

"ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება მუქარის ფაქტს, რაც ხომასურიძის მიერ გაკეთებული განცხადებები მომისმენია, იქიდან ის პირადად არავის დამუქრებია. შესაბამისად, ვფიქრობ, მისი ამ მიზეზით დაკავებას საფუძველი არ ექნება. მე არ ველოდი მის დაკავებას და ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვფიქრობ, მისი დაკავება იმ აქტიურობას მოჰყვა, რომელსაც ის ახორციელებდა მისი შვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე",- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა