ლადო მგალობლიშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პლენარული სხდომისთვის მზადაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი , „კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ და მისგან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედირო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

აჭარის უმაღლესის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტი მიზნად ისახავს აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სფეროების, მათ შორის - კულტურის მხარდამჭერი ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიღებას, რაც გაზრდის კულტურის სფეროს მხარდაჭერის საკანონმდებლო გარანტიებს; ასევე კულტურის დაფინანსების მდგრადი და გამჭვირვალე მექანიზმების მხარდაჭერასა და ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ძირითადი მიზნებისა და პრინციპების განსაზღვრას.

კომიტეტმა ინიციატივა პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს