ბათუმში შემოწმების შედეგად ორმა სასტუმრომ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, შვიდი ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა

შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ქალაქ ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შემოწმება 8 სასტუმროში განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა.

ეს სასტუმროებია: „აისი“, „ბესტ ვესტერნი“, „მერკური“, „აქვა ჰოტელი“, „შერატონი“, „რედისონი“. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა ორმა – „სტამბულმა“ და „გალოგრემ“. მათივე ინფორმაციით, შემოწმება ასევე განხორციელდა რვა საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ ერთმა – გუდვილმა დააკმაყოფილა. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა შვიდმა ობიექტმა. მათ მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდეონობით. ეს ობიექტებია: „ვილმარტი“, „სპარი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „იალჩინ მარკეტი “, „მაგნიტი“, „კარფური“. ამასთან, არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, სამი სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდება. „საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება. ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც. გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა (რესტორანი) : „შავი ზღა“, „ბალაგანი“, „ფიშლანდია“, „ფიშპოინტი“, „პორტა ბათუმი“, „ოქროს თევზი“, „მარსელი“, „მაჭახელა“, „სანაპირო“, „ადმირალ ტერასა“, „ლე პორტე“, „ლაით ჰაუსი“, „პონტოსი“, „აჭარა პალასი“, „ბახტრიონი“, „ზაქარა“, „თეთრი ბათუმი“, „მეფაიტონე“, „შერეკილები“, „შუმერული“, „ძველი გემო“, „ხინკლის გემო+“, „ფიროსამანი“, „თავადური“, „საზანდარი“, „ახალი გემი“, „ვივა ლათინო“, „ნეო კა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა