კორონავირუსი „ენგურჰესის“ კიდევ 24 თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი „ენგურჰესის“ კიდევ 24 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენგურჰესში“ განუცხადეს.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ამ დროისთვის კორონავირუსით „ენგურჰესის“ 28 თანამშრომელია ინფიცირებული.

მათივე ცნობით, ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ "ენგურჰესის" სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. "ამ ფაქტის მიუხედავად, "ენგურჰესის," როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს", - აცხადებენ "ენგურჰესში".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო