სეტყვის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ყურძნის მოსავალი დაზიანდა

კახეთში მოსული სეტყვის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ყურძნის მოსავალი დაზიანდა. ზიანი მიადგა დაახლოებით 100 ჰა-ზე მეტი ვენახის ფართობს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"სახელმწიფომ ფერმერებისგან დაზიანებული ყურძნის მიღება დაიწყო. დაზიანებული მოსავლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 16 ათას ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალია გადამუშავებული. რთველის პირველი ფაზა განსაკუთრებით აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის გამო რთველი ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაადრევად დაიწყო",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა