კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან 5 რუსთავში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან 5 რუსთავში დაფიქსირდა. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ხუთივეს ინფიცირების წყარო ცნობილია, მათგან სამს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი კი უკვე დადსტურებული შემთხვევების კონტაქტია.

,,დღეს გვაქვს 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან სამი, ერთი ოჯახის წევრია, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი იმყოფებოდნენ აჭარაში და ჩამოსვლისთანავე ჩაიტარეს პისიარ ტესტირება, სამწუხაროდ, დაუდასტურდათ კორონავირუსი. ჩემი ინფორმაციით, ძალიან მცირეა მათი კონტაქტების წრე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს დადგენა სხვა კონტაქტების. დანარჩენი ორი შემთხვევა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი და ინფიცირების წყარო აქაც ცნობილია. მიმდინარეობს მხოლოდ ბათუმიდან დაბრუნებული ოჯახის კონტაქტების კვლევა. კლინიკა ,,რუსთავიდან“, სადაც კორონავირუსი გუშინ მედდას დაუდასტურდა, 50 პირის ანუ მედპერსონალის და სხვა კონტაქტების ბიოლოგიური მასალა იყო ლაბორატორიაში გადაგზავნილი და ყველას პასუხი უარყოფითია. თვითიზოლაციაში კლინიკის მედპერსონალიდან 7 პირი იმყოფება, 3 საკარანტინე სივრცეშია, 4 პირი საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე არიან თვითიზოლაციაში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა.

მისივე განცხადებით, გუშინ ტესტირება ჯამში 120 პირს ჩაუტარდა, აქედან 87 საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი იყო. ტესტირებული მძღოლებიდან კრონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ამასთან, ხვალიდან იგეგმება პედაგოგების ტესტირება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო