ლევან კობერიძე - მმართველი გუნდის სიის ოცეული პოლიტიკისგან  დაცლილია

ერთი ფრაზით რომ შევაფასო, მმართველი გუნდის მხრიდან წარმოდგენილი ოცეული პოლიტიკისგან არის დაცლილი, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ლევან კობერიძე ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" სიის ოცეულს. მისი თქმით, გაუგებარია როგორ აწარმოებს პოლიტიკას ასეთი ოცეული. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, სიის პირველი ხუთეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით არის დამძიმებული.

"მეორე მახასიათებელი რაც არის ამ სიის, ეს არის პირველი ხუთეული, რომელიც 2016 - დან 2020 წლამდე "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური, არახალხური, დანაშაულებრივი პოლიტიკური სიმძიმით არიან დამძიმებული, მათ შორის, გახარია პირველ რიგში. შესაბამისად,ოცეულის დანარჩენ წევრებს მოუწევთ მათი რეცხვა მთელი კამპანიის განმავლობაში. რაც შეეხებათ სპორტსმენებს, თავისთავად სპორტსმენი რომ პოლიტიკაში მოვიდეს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი სპორტსმენები არიან ისეთები, როგორიც იყო: დავით ყიფიანი, ჯორდანი, ბრუს ლი, რომლებსაც მხოლოდ სპორტში კი არ ჰქონდათ მიღწევები, არამედ ფილოსოფიურ საკითხებზეც კი შეეძლოთ მსჯელობა, კი ბატონო, ასეთ სპორტსმენებს მივესალმები და მაშინ ჰკითხეთ მათ როგორი შეხედულებები აქვთ პოლიტიკაზე, ქვეყნის უკეთეს მომავალზე, თორემ მხოლოდ სპორტში მიღწეული წარმატებები არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების საფუძველი,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სიის პირველი ოცეული გუშინ დაასახელა. ოცეულში სპორტსმენები ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა