რომან გოცირიძე სააკაშვილის ბოდიშის შესახებ მმართველი გუნდის განცხადებებზე - იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? რატომ გვგონია, რომ ნიანგს არ უჭირს?

იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? რატომ დაიჩაგრა ეს ნიანგი? რატომ გვგონია, რომ ნიანგს არ უჭირს?- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მმართველი გუნდის წევრების შეფასებებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები „ნიანგის ცრემლებს“ შეადარეს.

როგორც გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ბოდიშით საზოგადოებას აჩვენა, რომ მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულის გააზრება შეუძლია.

„სადაც მადლობელია, მადლობა უნდა თქვას, სადაც მოსაბოდიშებელია, ბოდიში უნდა მოიხადოს, სადაც საჭიროა უნდა გაიღიმო. მიხეილ სააკაშვილის ბოდიში ბევრჯერ იყო. მათ შორის იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ვერ შექმნა, ბოდიში მოიხადა ძალოვან სტრუქტურებში მომხდარი დანაშაულებებისთვის, ეს არის შემაჯამებელი ბოდიში, რომელიც ნიშნავდა, რომ მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ ვერ გავაკეთე, ბევრი კი გავაკეთე - სასწორზე რომ დაიდოს კარგი და შეცდომები, სიკეთე გადაძალავს შეცდომებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო საჭირო, რომ ეჩვენებინა, რომ წარსულის გააზრება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თავად მიხეილ სააკაშვილს კარგად შეუძლია“, - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა