ირაკლი ჩიქოვანი - 19 წლის წინ, უსასტიკესმა ტერაქტმა შეგვძრა თითოეული ჩვენგანი, ამ ტერაქტმა შეცვალა მსოფლიო, ეს იყო  უდიდესი ტკივილის დღე

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ში 2001 წლის 11სექტემბერს მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.

როგორც ჩიქოვანი აცხადებს, შეუძლებელია დრომ შეამციროს იმ ადამიანური დანაკარგისა და ზიანის მასშტაბი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის რთულ დღეს, 2001 წლის 11 სექტემბერს განვიცადეთ.

„19 წლის წინ, უსასტიკესმა ტერაქტმა შეგვძრა თითოეული ჩვენგანი ისევე, როგორც ყოველი ამერიკელი. ამ ტერაქტმა შეცვალა მსოფლიო, ეს იყო უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დავინახეთ ამერიკელი ხალხის უდიდესი გმირობა.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ ტრაგედიას და განუზომელ მსხვერპლს, რაც გაიღო ამერიკელმა ხალხმა, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა და თავისუფალი სამყაროს მოქალაქეებმა. საქართველო, როგორც მაშინ, დღესაც გვერდში უდგას თავის სანდო და მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარ ქვეყანას და ღირსეულ ამერიკელ ხალხს.

თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მზარდია. ტერორიზმი მსოფლიო საფრთხეა, რომელთან ბრძოლაშიც ჩვენს ქვეყანას ღირსეული ადგილი უჭირავს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის კომენტარს დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა