ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში წყალარინების სისტემების მოწყობა გრძელდება.

„ახალი პროექტით, ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 28 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, წყალარინების სისტემაში ჩაერთვება სოფელ ინგირში კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო,

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ასევე, ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში წყალარინების სისტემების მოწყობა გრძელდება.

„ახალი პროექტით, ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 28 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, წყალარინების სისტემაში ჩაერთვება სოფელ ინგირში კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო,

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ასევე, ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს