„ქართული ოცნების" ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის" მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში" იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესა და მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა კერესელიძესთან ერთად, სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალში" იმყოფებოდნენ, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის" მხარდაჭერით შეიქმნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, კომპანიამ ღვინის ქარხნის შესაქმნელად 13 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის მფლობელობაშია მევენახეობა და ღვინის ქარხანა, რომელიც 18-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. როგორც კომპლექსის მფლობელმა მიხეილ შეყრილაძემ „ქართული ოცნების" ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, „ვილა მოსავალი" წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული.

„ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და მისასალმებელია, რომ ამ მიზნით შექმნილი პროგრამების კონკრეტული შედეგები ყველა რეგიონში ხელშესახებია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?