ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მოძიებული კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია „პისიარ“ კვლევისთვის. ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

ამ დროისთვის გურიაში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა