გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დღეს დილით, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო.

„უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ერეკლე გარდაიცვალა. სამ თვეზე მეტი გავიდა მომხდარიდან, ჩაუტარდა რამდენიმე რთული ოპერაცია, შემდგომ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე მისი კლინიკაში დაბრუნება გახდა საჭირო. გუშინ საღამოს ისევ იჩინა თავი სხვა პრობლემამ, იგეგმებოდა მორიგი ოპერაცია, მაგრამ დღეს დილით გარდაიცვალა“, - განაცხადა ,“ინტერპრესნიუსთან" ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.

ექიმის განცხადებით, პაციენტი მუდმივად ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. „9 ივნისს, პაციენტი გადმოიყვანეს კლინიკა „გორმედიდან“. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. გამოხატული იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. ქალა-სარქვლის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება. პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე და მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დრომდე მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში, მუდივად იმყოფებოდა ხელოვნურ სუნთქვაზე“, - განაცხადა კლინიკა „ჯერარსის“ ექიმმა კოსტანტინე მუმლაძემ.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 31 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა 15 სექტემბრისთვის გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადება პროკურატურამ მოითხოვა, იმ მოტივით, რომ დანიშნული დამატებითი კომისიური ექსპერტიზის პასუხები 31 ივლისისთვის ცნობილი ჯერ არ იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა