ფოთში 118 პირს კვლევა ჩაუტარეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთში 118 პირის "პისიარ“ კვლევის შედეგები ცნობილია. არცერთ მათგანს ,,კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში 31 ადამიანი იმყოფება, აქედან რვა ცაგერის კლასტერს მიეკუთვნება.

"ფოთში, დაგვემატა ცაგერის კლასტერიდან 8 პირი, სულ ჯამში, თვითიზოლაციაში გვყავს 31 ადამიანი. მათ ჩაუტარდათ ტესტირება და პასუხი უარყოფითია. დღეისათვის ვაწარმოებთ გეგმურ კვლევებს , გუშინ გაიგზავნა 118 ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში, პასუხები უარყოფითია,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა