ბათუმში, კლინიკა "მედალფას" თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს

ბათუმში, კლინიკა "მედალფას" თანამშრომელების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ინეზა კონცელიძემ "ინტერპრეპნიუსს" განუცხადა, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება იგეგმება და თანამშრომელებს ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.

ინეზა კონცელიძის განცხადებით, კლინიკაში არსებულ პრობლებებზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრსაც ესაუბრნენ, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეები ხელშეკრულებების გაგრძელებას და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. ისინი ასევე კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთების წინააღმდეგი არიან.

„ორი თვის განმავლობაში, როდესაც კლინიკა კოვიდცენტრად იყო გადაკეთებული, ჩვენ ანაზღაურება არ გვქონდა, ერთი თანამშრომელი 30 ინფიცირებულთან მუშაობდა.

ინფიცირებულებთან ორი თვე ვიმუშავე, სახლში 6 თვის პატარა ბავშვი მყავდა დატოვებული და მასთან ვერ მივდიოდი, ამ ფონზე პირობები და ანაზღაურება იყო მინიმალური.

ჩვენ ხელშეკრულებას აღარ გვიფორმებენ, სხვა კლინიკებიდან გადმოყავთ თანამშრომელი.

აქ მომუშავე თანამშრომელთა მთავრი მოთხოვნაა, გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდეს და ანზღაურება მოგვიმატონ.

ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს ვესაუბრეთ, რომელმაც განგვიცხადა, რომ კლინიკის ადმინისტრაციასთან გაარკვიეთო, ადმინისტრაცია კი საპირისპიროდ იქცევა",- აცხადებს კლინიმა "მედალფას" თანამშრომელი ინეზა კონცელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა