კლინიკა "მედალფას" დირექტორი ექიმების აქციას გამოეხმაურა

კლინიკა "მედალფას" დირექტორი ინგა ხოზრევანიძე ექიმების აქციას გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთებას ეწინააღმდეგებიან.

დირექტორის განაცხადებით, ექიმების ანაზღაურების საკითხი გარკვეული იყო და პროტესტი გაუგებარია.

ინგა ხოზრევანიძის თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაციას 72 საათი აქვს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულების მისაღებად მოემზადოს.

„ამ წუთში უნდათ, რომ ხელშეკრულება მივაწოდოთ, დღეს არის შაბათი და სათაო ოფისი არ მუშაობს, ჩვენ ყველანაირად სათაო ოფისზე ვართ დამოკიდებული.

გუშინ ღამით მივიღე მობილიზაციის ბრძანება, რომელშიც წერია, რომ 72 საათის განმავლობაში კოვიდცენტრად გავკეთდეთ. სიტუაცია კრიტიკულია და მყავს მცირერიცხოვანი თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს",- აცხადებს ინგა ხოზრევანიძე.

ცნობისთვის, ბათუმში, კლინიკა "მედალფას" თანამშრომელების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ხელშეკრულებების გაგრძელებას და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. ისინი ასევე კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთების წინააღმდეგი არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა