აჭარის 3 მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ხოლო მაღალმთიან აჭარაში ბავშვები სწავლას 15 სექტემბერს საკლასო ოთახში შეძლებენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"ვიმსჯელეთ შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ასევე იმ კონკრეტულ საჭიროებებზე, რომელიც რეგიონს და ქალაქს უდგას. იცით, რომ მომატებული რისკების ფონზე ჩვენ ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი, ასევე შესაბამისი გადაწვეტილება მივიღეთ სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, რომელიც საკლასო ოთახში სწავლის განახლებას ეხება.

ქობულეთსა და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური, შესაბამისად, იქ სასწავლო პროცესი, საკლასო ოთახში განახლდება პირველი ოქტომბრიდან, მანამდე ამ სამ მუნიციპალიტეტში დისტანციურად მოხდება სწავლა და მაღალმთიან აჭარაში კი საკლასო ოთახში დაიწყებენ სწავლას 15 სექტემბრიდან.

სკოლების მზადყოფნის ნაწილს რაც შეეხება, მათი 90 პროცენტი აკმაყოფილებს სტანდარტებს და მათი შემოწმება მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კლინიკური მიმართულება, ჰოსპიტალების მზადყოფნა.

„პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს კოვიდის მართვა და პრაქტიკულად ამ მიმართულებაზე არის გადართული საავადმყოფო. ამის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით შეიმუშავა ახალი პროტოკოლით სტაციონარის შემდგომ შესაბამის სასტუმროებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდინფიცირებული პაციენტების დაკვირვება და ამ მიმართულებით ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი სასტუმროების მოძიება და მომზადება, ასევე ექიმების ჯგუფის მომზადება, რომ ჩვენ ყველა ნებისმიერი სცენარისთვის ვიყოთ მზად.

დღეს მართლაც დაგვიფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, 80 -ზე მეტი კოვიდინფიცირებული და შემდგომ დღეებში უკვე ველოდებით, რომ ეს რიცხვი იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული, რადგან სიტუაცია აბსოლუტურად მართვადია. ყველა უწყება გამართულად მუშაობს და შემდგომ დღეებში ველოდებით, რომ ეს სიტუაცია დასტაბილურდება და ისევე ეფექტურად შევძლებთ ამ ყველაფრის მართვას, როგორც აქამდე ვაკეთებდით.

თანამშრომლის ინფიცირებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პერსონალურ მონაცემებს ვერ გავასაჯაროებთ. გიდასტურებთ, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პრაქტიკულად უსიმპტომოა. შესაბამისი დეზინფექცია განხორციელდა. პირადად მეც ტესტი გავიკეთე, ასე, რომ ჩვენ ყველანი მივყვებით იმ პროტოკოლს რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული, ყველა ახლო კონტაქტი თვითიზოლაციაში არის გადაყვანილი. რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

დღეს აჭარის მთავრობის სახლში კორონავირუსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა