თურქეთის საგარეო უწყება ბაჰრეინის გადაწვეტილებას გმობს

თურქეთის საგარეო უწყება მკაცრად გმობს ბაჰრეინის გადაწვეტილებას ისრაელთან ურთიერთობების ნორნალიზების შესახებ. „ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ისრაელს, გააგრძელოს არალეგიტიმური პრაქტიკა პალესტინის მიმართ და ასევე მის მცდელობას, მოახდინოს პალესტინის მიწების სამუდამო ოკუპაცია,“- აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაჰრეინის გადაწყვეტილება პალესტინაშიც დაგმეს. ქვეყნამ საკუთარი ელჩი ბაჰრეინიდან კონსულტაციების მიზნით გამოიწვია.

პალესტინის მინისტრმა სოციალურ საკითხებში აჰმად მაჯდალანიმ კი ბაჰრეინის ნაბიჯი „პალესტინელი ხალხის ზურგში დანის ჩარტყმად შეაფასა“.

განცხადება გაავრცელა ირანის საგარეო უწყებამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ბაჰრეინის გადაწყვეტილება „სამარცხვინოა“.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ისრაელი და ბაჰრეინი, აშშ-ის შუამავლობით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ.

ბაჰრეინი უკვე მეორე არაბული სახელმწიფოა, რომელთანაც ისრაელმა ბოლო ერთ თვეში ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას მიაღწია. მანამდე, ისრაელი, ასევე აშშ-ის შუამავლობით, ურთიერთობების ნორმალიზებაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც შეთანხმდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა