თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ვინაიდან აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

,,გიდასტურებთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრაქტიკულად უსიმპტომოა. ბოლო ათი დღეა მე არ მქონია მასთან შემხებლობა. დეზინფექცია განხორციელდა. გავიკეთე ტესტი. ასე რომ, მივყვებით იმ რეგულაციებს, რაც შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ყველა ახლო კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა