„ქართული ოცნების" ლიდერებმა კობში წყლის საწარმო „აქვა გეო" დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კობის წყლის საწარმო „აქვა გეო" დაათვალიერეს. კომპანია „აქვა გეო" მინერალურ წყალს აწარმოებს. მოპოვებული ბუნებრივი წყალი მაღალი ხარისხით, სისუფთავით ხასიათდება და ყველა სასარგებლო მინერალს შეიცავს. ხელისუფლების წარმომადგენლებს, საწარმოს დირექტორმა ლევან წეროძემ „აქვა გეოს" მუშაობის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც ახორციელებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ქარხანა „კობის" მინერალური წყლის მიწისქვეშა საბადოსთან მდებარეობს. საწარმოსთვის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 3,5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას 27 300 კვმ მიწა გადაეცა. საბოლოო ჯამში, კომპანიამ პროექტში 24 მლნ-ზე მეტი ლარის ინვესტირება განახორციელა და 50 თანამშრომელი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქარული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა