გიორგი გახარია - ძლიერი განათლების გარეშე ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს

ძლიერი განათლების გარეშე ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონცენტრირებულად ჩავდოთ რესურსი განათლებაში“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის დუშეთში წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება ხელისუფლების ვალდებულებაა.

„ყველა ადამიანს ვეხმარებით, რომ თავისი საქმე დაიწყოს. გლეხს ვეხმარებით რომ გახდეს ძლიერი ფერმერი, ადამიანს, რომელსაც უნდა დაიწყოს თავისი ბიზნესი ვეხმარებით, რომ გადადგას პირველი ნაბიჯი, ჯერ თავის ოჯახს მიხედოს, შემდეგ მეზობელი და ნათესავი დაასაქმოს. ეს ყველფერი უნდა იყოს სწრაფად. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ყველა ის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებშია თავმოყრილი. დუშეთში საზოგადოებრივ ცენტერში ან იუსტიციის სახლში, სადაც უბრალოდ რომ მიხვიდე ყველაფერს აგიხსნიან, რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს. თბილისში ჩასვლა არ დაგჭირდებათ, კონტრაქტის გაფორმება შეიძლება, თუ როგორ დაიწყოს ბენეფიციარმა მონაწილეობა ამა თუ იმ პროგრამაში. ყველას გვესმის, როდესაც დაქირავებული ხარ ან სახელმწიფო სამსახურში მუშაობ და გინდა შენი ბიზნესი დაიწყო, პირველი ნაბიჯის გადადგმისას ძალიან დიდი რისკია, დიდი ფსიქოლოგიური წნეხია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თამამ, გულად მშრომელ ადამიანებს დუშელებს ამის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სახლემწიფოს ვალდებულებაა ისეთი საბაზისო მოთხოვნების დაკამყოფილება, როგორიც არის გზა, ელექტრენერგია, კანალიზაცია, წყალი“, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა