კახა კალაძე - დუშეთში ძალიან მაგარი, ერთგული, მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ

„ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, ყოველდღიური საქმიანობით, განხორციელებული ქმედებებით შევქმნათ წარმატებების ისტორიები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დუშეთში, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

კალაძის თქმით, დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.

“მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები. დუშეთში ძალიან მაგარი, ერთგული, მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ. დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ერთი გამორჩეული ადგილია, ჩარგალი, სადაც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო, მსოფლიო დონის მოაზროვნე, გენიოსი დაიბადა. ვაჟამ ქართული მთა, მთიელი ადამიანის ყოფა და ანტიკური ეპოსი ერთმანეთს დაუკავშირა და მსოფლიო დონის შედევრები შექმნა. ვაჟა-ფშაველა არის ქართული კულტურის, ტრადიციების, ქრისტიანობის, ჰუმანიზმის, კაცობრიობის ზნეობრივი ღირებულებებისა და ადამიანობის სიმბოლო, რომლისგანაც დღესაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. დუშეთი სწორედ ასეთი განათლებული, მებრძოლი და პატრიოტი ადამიანების ადგილია. დუშეთი და დუშეთში მცხოვრები ადამიანები ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კარგი პროექტი განახორციელა, ბევრი საქმე გააკეთა. თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას, რათა თქვენ გქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ პროგრამით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში", ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში, ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, ეს პროგრამები მომდევნო წლების განმავლობაშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა