გიორგი კანდელაკი - თუკი არსებობს ამ ქვეყანაში ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ივანიშვილის მმართველობით, პირველ რიგში, ეს ქუთაისია

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქუთაისი დააზარალა და მას მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა. ამის შესახებ კანდელაკმა ქუთაისში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, რომ "ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც ქუთაისს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.

„თუკი არსებობს ამ ქვეყანაში ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მმართველობით, პირველ რიგში, ეს არის ქუთაისი. ასევე, ძალიან დაზარალდა წყალტუბო. 1 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ააყვავებდა წყალტუბოს, იქ დაცარიელებულ სასტუმროებს ხელახლა გახსნიდა და წყალტუბო აივსებოდა ტურისტებით. ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, ეს დაპირებაც აღმოჩნდა ტყუილი. ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, დღეს არის სრულიად დაკეტილი. მრავალი ადამიანი დგას სიღარიბის ზღვარზე. „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ გაიხსნება სხვადასხვა მსხვილი ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის აეროპორტში, რაც იქნება გარდამტეხი ქუთაისის აეროპორტისათვის. ასევე, აუცილებლად გაიხსება სატვირთო ტერმინალი, რომელიც გაზრდის იმერეთის საექსპორტო პოტენციალს. დღეს არის ცვლილებების დრო და „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში