მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი, ახალქალაქის მკვიდრი სამსონ ოგანესიანი 106 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალქალაქის მკვიდრი, სამსონ ოგანესიანი 106 წლის გახდა. უხუცეს ვეტერანს, იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა მიულოცა და მას უწყების სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამსონ ოგანესიანი, ომში, 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე წავიდა და დასრულებამდე, 1945 წლამდე იბრძოდა, უკრაინის ფრონტზე.

„სერჟანტი სამსონ ოგანესიანი დიდების ორდენის კავალერია. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამსახურის წარმომადგენლის მილოცვამ ისე გაახარა, სტუმარს მასპინძლობა თავად გაუწია.

საქართველოში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 300-მდე ვეტერანია, რომელთაგან უხუცესი, სამსონ ოგანესიანია. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულითადად ულოცავს უხუცეს ვეტერანს დაბადების დღეს და დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა