შალვა კერესელიძე - დუშეთი გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იმ ქალაქებს შორის, რომელიც საქართველოს რეგიონებში გვაქვს

დუშეთი გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იმ ქალაქებს შორის, რომელიც საქართველოს რეგიონებში გვაქვს,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ დუშეთში წარდგენისას.

“დიდი პატივია იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. უკვე ორი წელია, ერთად ვმუშაობთ და ალბათ დამეთანხმებით, დუშეთში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით. ძალიან ბევრი, კარგი და წარმატებული საქმეები და პროექტები განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე. საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან რეგიონების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ზუსტად აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი დუშეთში ცხოვრობს, მთაში თუ თბილისში. ყველას უნდა ჰქონდეს შექმნილი შესაბამისი პირობები და გარემო. სწორედ ეს დავისახეთ მიზნად და განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან რეგიონებში განათლების კუთხით გავამახვილეთ - რეაბილიტაცია ჩავუტარეთ პანსიონებს, ვაშენებთ ახალ სკოლებს. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც შარშან ჩვენ პრაქტიკულად ხუთი თვეში ორი ახალი მცირე ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენ შევძელით მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა”, - განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ მაღალმთიანი ხეობებისა და სოფლების ძალიან დიდი ქომაგი და მხარდამჭერია.

„ჩვენ ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, არც ბარი დაგვრჩა და დაგვრჩება უყურადღებოდ, აქაც იგივე მიდგომებია - განათლების სისტემის სრულყოფა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაუმჯობესება, ტურიზმის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროექტის და პროგრამების განხორციელებით. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა. რაც შეეხება ქალაქ დუშეთს, ეს არის ქალაქი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული, პირველი მეგობრობა, პირველი ურთიერთობა, პირველი განათლება, ყველაფერი დუშეთს უკავშირდება. ვინც დუშეთიდან ბრძანდებით ყველას კარგად მოგეხსენებათ და მიცნობთ რაოდენ დიდი პატივისცემა, სიყვარული და განსაკუთრებული მოკრძალება გამაჩნია თითოეული დუშელის და დუშეთის მიმართ. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქალაქი დუშეთი გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იმ ქალაქებს შორის, რომელიც საქართველოს რეგიონებში გვაქვს, თავისი განათლების ინფრასტრუქტურით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ტურიზმის ძალიან დიდი ფუნქციით და შესაძლებლობებით. მჯერა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი ძმები, მეგობრები, ამომრჩევლები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს წინსვლას, „ ქართულ ოცნებას“ და ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს დავდებთ 31 ოქტომბერს და გავიმარჯვებთ ყველა ერთად, საქართველოს წარმატებისთვის”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა