ირაკლი ჩიქოვანი - არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები დღეს სოფელ ოდშში, ჩხოუშსა და ქალაქში ბორჯომის ქუჩაზე გამართა.

,,დღეს სოფელ ოდიშსა და ჩხოუშში მოსახლეობას შევხვდით. ღია და უშუალო საუბარი გვქონდა. ადგილობრივები სოფლის მეურნეობის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრნენ. სოფელში გარე განათების და შიდა გზების პრობლემებია. ადგილობრივ მთავრობას ამ მიმართულებებით კონკრეტული გეგმები აქვს. წლის ბოლომდე ზუგდიდის არცერთი სოფელი არ იქნება ცენტრთან დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზის გარეშე, რის შემდეგაც მეტი რესურსის მიმართვა შეგვეძლება შიდა გზებზეც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ის ბორჯომის ქუჩაზე ადგილობრივებს შეხვდა.

,,ზუგდიდში ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სამუშაოების ნაწილი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და ეს ტემპი არ შენელდება. ამ ქუჩაზე წყლის, წყალარინების, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების სამუშაოები განვახორციელეთ. არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა" , - განაცხადა ბორჯომის ქუჩაზე გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა