კორონავირუსი საერთო ჯამში „ენგურჰესის“ 50-მდე თანამშრომელს დაუდგინდა

„ენგურჰესის“ 50-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ენგურჰესის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან მებონიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად 4 თანამშრომელი დაინფიცირდა, შემდეგ 28 და 16, რომელთაგან ყველა სოფელ საბერიოს მცხოვრებია, ერთი კი ზუგდიდის.

მებონიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სოფელში ტესტირება ერთ ქალს ჩაუტარეს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. კონტაქტების ძიების დროს „ენგურჰესის“ თანამშრომლებიც შეამოწმეს.

მისივე ცნობით, ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ყველა დაინფიცირებული თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი ზუგდიდისა და ანაკლიის საავადმყოფოებში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა