კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსთავში დაფიქსირდა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში“, კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს, პაციენტმა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართა „ცხელების ცენტრს“ და „პისიარ“ ტესტირების შედეგად, მას "კოვიდ19" დაუდასტურდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით ეპიდკვლევა.

მისივე თქმით, რუსთავში მეორე დღეა აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პედაგოგების „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ, ასეთი სულ 82-ია.

რუსთავში 29 აგვისტოდან, დღემდეკოვიდინფიცირების 31 დადასტურებულიშემთხვევადაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა