დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „საცოდავი არსება“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნევადას შტატს ესტუმრა და მხარდამჭერებს შეხვდა.

„ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ, ამერიკაც იმარჯვებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან სიტყვით გამოსვლისას, ტრადიციულად გააკრიტიკა მთავარი ოპონენტი „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი და მას „საცოდავი არსება“ უწოდა.

„ჯო ბაიდენს არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა, რადგან მას ნამდვილად არ სჯერა ჩვენი ქვეყნის. ის არის ყველაზე ცუდი კანდიდატი საპრეზიდენტო პოლიტიკის ისტორიაში“, - აღნიშნა ტრამპმა.

„როიტერტს“ ინფორმაციით, წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ნევადას შტატში ტრამპს ჯო ბაიდენი უსწრებს. ტრამპი საარჩევნო ტურნეს კალიფორნიის შტატში გააგრძელებს, სადაც 30-მდე კერაზე ხანძრები მძვინვარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა