კახეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი.

,,მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. პიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა