იოსებ ხახალეიშვილი - ყოველმა თქვენგანმა თუნდაც ერთი აგური რომ დადოს ქალაქის წინსვლაში, ეს მთლიანობაში უდიდეს შედეგს მოგცემს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გამსახურდიასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა, საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

"ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქუთაისისთვის ამ ისტორიული სტატუსის განსამტკიცებლად. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით დიდი, საშვილიშვილო საქმე უკვე გაკეთდა - დაფუძნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი მიღება განახორციელა. ახლა კი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი იქცეს ქართული კულტურის ცენტრად. ამისთვის თითოეული ქუთაისელის მხარდაჭერა და თითოეულ ქუთაისელთან თანამშრომლობაა საჭირო. ყოველმა თქვენგანმა თუნდაც ერთი აგური რომ დადოს ქალაქის წინსვლაში, ეს უკვე მთლიანობაში უდიდეს შედეგს მოგვცემს.

მოვდივარ, რომ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, თქვენთან ერთად და თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობით, წარმატების ზენიტში მყოფი ქუთაისი დავუტოვოთ მომავალ თაობებს. ჩვენმა შვილებმა ჩვენგან უნდა ისწავლონ და აიღონ მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, როგორ უნდა ზრუნავდე მისი წარმატებისთვის, როგორ განავითარო ქალაქის შესაძლებლობები. მე, როგორც 3 შვილის მამას, მაქვს უდიდესი სურვილი, ისეთი ქუთაისი გადავაბაროთ ჩვენს შვილებს, რომელიც იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი, იქნება განათლებისა და კულტურის მექა, იქნება ქართული ურთიერთობების ეტალონი და ხალასი იუმორის აკვანი, სადაც ახალი რეზო გაბრიაძეები, ახალი რეზო ჭეიშვილები, ახალი ზაქარია ფალიაშვილები, ჯორჯ ბალანჩინები, ვერიკო ანჯაფარიძეები, გიორგი შავგულიძეები დაიბადებიან და ახალი სისხლით გააძლიერებენ ქართულ კულტურას!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა