კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 კახეთში გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლაგოდეხში ინფიცირებულია შუახნის კაცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსია. ის აჭარის რეგიონიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად 10 სექტემბერს დაბრუნდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, პაციენტი თავდაპირველად ლაგოდეხის ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს, covid19 ის დადასტურების შემდეგ კი, დღეს დილით თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, ახმეტაში კორონავირუსის ორი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა,სოფელ მატანში მცხოვრები კაცის ახლო კონტაქტებია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ორივე მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს კვლევა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს