ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პირი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე კლინიკაში 58 პაციენტი იმყოფება, რომელსაც პნევმონია აღენიშნება.

"გასული დღის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს 16 ახალი კოვიდინფიცირებული დაემატა. ჯამში, დღეისთვის 147 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს. გუშინ 16 პაციენტი გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში. ერთი პაციენტის რეფერალი მოხდა თბილისში. ერთი გაეწერა. დღეს, 16 პაციენტის საკარანტინო ზონაში გადაყვანა იგეგმება.

7 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა აპარატულ სუნთქვაზე არცერთი არ არის. სამ პაციენტთან მიმდინარეობს ჟანგბადის მიწოდება. პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, მაგრამ სტაბილური. განყოფილებაში გვყავს 58 პაციენტი, რომელთაც პნევმონია აღენიშნებათ. მათაც უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უსიმპოტომოა. მიმდინარეობს გეგმიური მონიტორინგი“ ,- განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, ე.წ. „დონას“ კლასტერი შეჩერდა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პირი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს