ირმა ნადირაშვილი - ვაზიანში „ქართული ოცნების“ აქტივისტები ჩვენი შტაბის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ვთხოვ, შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები

პარტია „ევროპული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში „ევროპული საქართველოს“ შტაბის მოხალისეებს, ხელისუფლების წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ ხელის შეშლას.

ნადირაშვილის თქმით, მათ აქვთ ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალები და საჭიროა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა შესაბამისი ზომები მიიღონ.

„რუსთავის საარჩევნო შტაბის მოხალისეებთან, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში, სადაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლები აქტივისტები იყვნენ ჩასულები და ავრცელებდნენ სააგიტაციო მასალას, ერთ-ერთ კორპუსთან იმართებოდა მცირე შეხვედრა, ჩვენს აქტივისტებს აედევნა შავი ავტომობილი, „ტოიოტა პრადო“. ჩვენი ინფორმაციით ამ ავტომობილში ლევან მენახშირიშვილი იჯდა. ჩვენი ინფორმაციით ის სოფელ ვაზიანში გახლავთ სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამ ადამიანმა დააორგანიზა „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მიუსია ჩვენს ჯგუფს. ისინი ცდილობდნენ ხელის შეშლას, ყვირილით ცდილობდნენ ჩვენი შტაბის წარმომადგენლებზე ზემოქმედებას. მე მინდა, ამ ადამიანსა და „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, თუ თქვენ მხოლოდ კეკლუცობისთვის არ დააყენეთ ინიციატივა, რომ დაისაჯოს საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა, მაშინ მე წარმოგიდგინეთ პიროვნება, წარმოგიდგინეთ ავტომობილიც და მე მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, რომ მიიღონ ზომები“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა