აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 5 პოლიკლინიკასა და კარვებში PCR ტესტირება მიმდინარეობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროა ინფორმაციით, აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, PCR ტესტირებისთვის კარვები ქალაქის ორ ლოკაციაზე არის გაშლილი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ უფასო ტესტი ჩაიტარონ.

აჭარის ჯანდაცვის უწყება აქვეყნებს იმ მისამართებს, სადაც ტესტირების ჩატარება არის შესაძლებელი. ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2; საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30; ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20; N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7; თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4.

უწყების ინფორმაცით, მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.

PCR ტესტირებისთვის კარვები გაშილილია ქ. ბათუმში ორ ლოკაციაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მერიის შენობის მიმდებარედ.

აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა "მედალფა" და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.

"რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.

18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილ იქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა